30 Aralık 2018 Pazar
"შემქმნელიც ვიღაცის მიერ შექმნილია"
ხელოვნის მიერ შექმნილი ნაწარმოები, ნამდვილ შემოქმედ ადამიანებს შორის საშუალებაა. ხელოვნება სამყაროს მორალური საკვებია, თანამედროვე ადამიანის დახატული პირველი ხაზები, სანადირო სცენებიდან დაწყებული დღემდე ვიცით, რომ ხელოვნების ისტორია ძველ დროში მიდის. ვიცით ადამიანები როგორ ახლოს არიან ხელოვნებასთან. ნახატი, ქანდაგება, დეკორაცია, მუსიკა, თეატრი, ლიტერატურა და მეხალიჩეობა ისეთი საშუალებებია, რომლებითაც ადამიანების პირადი ცხოვრების, ყოფის, ტრადიციების, რელიგიისა და დღესასწაულების, თავისი გეოგრაფიის,
სიხარულის გადაცემა მოახერხა ამ საქმიანიობით.
შემოქმედების ერთი მიზეზი ჩვენი თავის უსასრულო დროის შიგნით პოვნაა. სამყაროს მოქმედების კანონების გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ თაფლი ფუტკრის, რძე ძროხის მიერ შექმნილია, მაშინ ფუტკარი და ძროხაც სხვა ძალის მიერ შექმნილი უნდა იყოს. ეს ჯაჭვი უსასრულობამდე გრძელდება. მატერიალისტურ ფილოსოფიური ლოგიკის მიხედვით, ყველა შემქმნელის უკან ერთი შემქმნელია. ქვევით და ზევით ერთმანეთის მიმდევრობით შემქმნელები გრძელდება. მეორეს მხრივ ჩვენი გრძნობები და რწმენაც სამყაროს ერთადერთი შემქმნელის - ღმერთის აღმნიშვნელია. შექმნილი მსოფლიო, მთვარე, მზე და სხვა პლანეტები ჩვენი სამყაროს ნაწილია და ყველა პლანეტას თავისი ნაწილაკები აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია. ხელოვნების ნიმუშები სამყაროში არსებული ქმნილებების ხელოვნების ოსტატის მიერ გამეორებაა. კონკრეტული და აბსტრაქტული ნაწარმოებები ორივე არსებობას ეკუთვნის. ამას ყველა შემქმნელი თავისი თვისების მიხედვით აფასებს. ჩვენს ცხოვრებაში საოცარი მოძრაობა და სიცოცხლე არის. გარემოს ჩვენი თვალებით ვხედავთ. ჩვენი თვალი თავისი ფუნქციის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენი თვალით მიღებული ინფორმაცია ელექტრო მაგნიტურ დალღებს შეიცავს და სამყაროში არსებული მაგნიტური დალღების ორ მეასედ შეიცავს. ოდესმე გიფიქრიათ, რომ ნანახი ობიექტები ნაკლებია, იმაზე რაც ვერ ვხედავთ. ამ სამყაროში ყველაფერი პატარა და საუკეთესოა. აქ სიტყვა „პატარა“ ერთგვარი გასაღებია. მსოფლიო ერთ მხრივ ძალიან სუსტი, მეორეს მხრივ ძლიერია.
რა თქმა უნდა მიკროსკოპიულ არსებების გამო კიდევ ბევრ რამეს ვერ ვხედავთ. მაგალითად ფიფქებს, ულტრაიისფერი ოქროს დალღები, იქს რაი სხივები.
გარშემო არსებობს ბევრი სასწაული რომელიც, ჩვენი ხედვის ძალის გარეთაა და ამიტომაც ვერ ვიგებთ იმას.
დღეს ტექნოლოგიური საშუალებები და გრძნობებით შექმნილი ნიმუშები დღემდე დახურულ საიდუმლო გარებს ხსნის.
კონკრეტული ნაწარმოებების ყველასთვის ერთი და იგივეა. მხატვარი რეალურ ობიექტებს გადაწერს ტაბლოში. აბსტრაქტულ ნაწარმოებებში კი, სუბიექტურ გრძნობებს, სულიერ მდგომარეობას, ემოციებს, პირველ ადამიანურ მოვლენებს, წარსულიდან შერჩენილ შიშს, სიხარულს, მწუხარებას, კომპოზიციის სახით გადაწერს ტაბლოში. აბსტრაქტულ ნაწარმოებებში დიდი და პატარა ორგანიზმები, აჩვენებს, რომ ერთი დიდი სამყარო არსებობს.
მოკლედ, აბსტრაქტულ ნახატში ფორმები ხაზებისა და ფერების, მიკროსკოპიული არსებების რომელთა ნახვა ადამიანის თვალით შეუძლებელია, პლანეტებისა და ბუნებაში არსებული საგნების შემადგენელი ელემენტების დაშლილი ფორმების გამოსახულებაა. ხელოვნების აბსტრაქტული ნიმუშები კონკრეტულ აკადემიურ ნაწარმოებებთან განსხვავებით უფრო დასაფიქრებელი და შემოქმედობითია.
Kaydol:
Kayıt Yorumları (Atom)
Hiç yorum yok:
Yorum Gönder